“ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები” ფარგლებში რიგით მეორე სასწავლო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის კათოლიკე სასულიერო ლიდერებთან

ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტები: ოლივერ რაისნერი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ევროპისმცოდნეობისა და კავკასიოლოგიის მიმართულებით, ვახუშტი მენაბდე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით და მიხეილ მირზიაშვილი - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე. შეხვედრას უძღვებოდა ბ-ნი ირაკლი ტაბლიაშვილი - პოლიტიკური მიმომხილველი საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
შეხვედრაზე ისაუბრეს ასოცირების შესახებ ხელშეკრულების არსსა და მიზნებზე, განიხილეს რელიგიური უმცირესობების უფლებები საქართველოში კერძოდ, საკულტო ნაგებობების პრობლემატიკა, ეკლესიების მშენებლობის ნებართვა და რელიგიური დევნა. საინტერესო დისკუსია შედგა ევროპულ ღირებულებებზე , რომლებიც აერთიენებს მრავალთნიკური და მულტიკულტურულ ევროკავშირის ქვეყნებს.

პროექტის, „ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები“, მიზანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სასულიერო ლიდერების ცნობიერების ამაღლება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე. პროექტი ხორციელდება ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. 

25-11-2016