ა.წ. 24-25 ნოემბერს, პროექტის ‘სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში’ ფარგლებში, გაიმართა სასწავლო შეხვედრები ქ.ნინოწმინდისა (N 1,2,3,4) და ახალქალაქის (N 1,4,5) საჯარო სკოლებში. შეხვედრები დაეთმო ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ვიზალიბერალიზაციას და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. მოსწავლეების მხრიდან თითოეულ დასმულ შეკითხვას გაეცა ამომწურავი პასუხი, შედგა საინტერესო დისკუსია ევროკავშირის გარშემო.
შეხვედრის ფარგლებში ნაჩვენები იქნა თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი „მოგზაურობა ევროპაში“, რომელმაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. შეხვედრის ბოლოს დარიგდა ინფორმატიული სახის ბროშურები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და უვიზო მიმოსვლის შესახებ (რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულ ენებზე).