“სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში“ ფარგლებში, სასწავლო შეხვედრები ახალციხის საჯარო სკოლებში

შეხვედრები დაეთმო ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ვიზალიბერალიზაციას და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. მოსწავლეების მხრიდან დაისვა ბევრი შეკითხვა, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს, შედგა საინტერესო დისკუსია. მოსწავლეებს განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები და პირობები აინტერესებდათ.
შეხვედრის ფარგლებში ნაჩვენები იქნა თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი „მოგზაურობა ევროპაში“, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. შეხვედრის ბოლოს დარიგდა ინფორმატიული სახის ბროშურები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და უვიზო მიმოსვლის შესახებ (რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულ ენებზე).
საჭიროებისამებრ, თანმიმდევრული თარგმნა ქართულიდან ეთნიკური უმცირესობების (სომხურ) ენაზე იყო უზრუნველყოფილი.

6-12-2016