“ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები”-ბოლო სასწავლო შეხვედრა ქვემო ქართლის მუსლიმ სასულიერო ლიდერებთან

შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტები: ოლივერ რაისნერი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ევროპისმცოდნეობისა და კავკასიოლოგიის მიმართულებით, ვახუშტი მენაბდე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით და ვანო ჩხიკვაძე - ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო.
შეხვედრაზე ისაუბრეს რელიგიის თავისუფლებაზე,განიხილეს რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობების ევროპული მოდელები და სეკულარიზმის გამოწვევები საქართველოსა და ევროკავშირში. ასევე, მონაწილეები გაეცნენ იმ რეფორმებს, რომლებიც საქართველომ გაატარა ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) ფარგლებში.
„ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი“ დიდ მადლობას უხდის სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ასევე, განსაკუთრებულ მადლობა თარჯიმანს - Oktai Kazumovi პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.
პროექტის, „ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები“, მიზანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სასულიერო ლიდერების ცნობიერების ამაღლება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე. პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

12-12-2016