პროექტ "ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში" ფარგლებში 15 ივლისს, გაიმართა ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის მეექვსე შეხვედრა.

ლევან მიქელაძის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევის ცენტრთან (SFPA) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid-ისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდი. პროექტის ფარგლებში, 2022 წლის 15 ივლისს, საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გაიმართა საგარეო კომუნიკაციაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის მესამე შეხვედრა. მას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი და სლოვაკი ექსპერტების მიერ საქართველოს საგარეო კომუნიკაციების საკითხები. საკონსულტაციო კომპანიის „ეგერია სოლუშენს“ დამფუძნებელმა პარტნიორმა, თამარ ხულორდავამ, ისაუბრა თემაზე „ საგარეო კომუნიკაცია როგორც წარმატებული საგარეო პოლიტიკა.“ ქართველმა ექსპერტმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, განიხილა საგარეო კომუნიკაციის მნიშვნელობა. ასევე, ილაპარაკა მის მიერ დაწერილი კონცეპტუალური დოკუმენტის „საქართველოს საგარეო კომუნიკაციის სტრატეგია“ შესახებ. სლოვაკმა ექსპერტმა, ონდრეი გაზოვიჩმა, გაუზიარა მონაწილეებს სლოვაკეთის გამოცდილება საგარეო კომუნიკაციის საკითხში, კერძოდ, ევროკავშირთან საგარეო კომუნიკაციის შესახებ.

შეხვედრას მოდერაცია გაუწია ღია საზოგადოების ფონდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ივანე ჩხიკვაძემ.

15-07-2022