ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის (SFPA) კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.”
პროექტის ფარგლებში 22 ივნისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის მეხუთე შეხვედრა. მას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი და სლოვაკი ექსპერტების მიერ ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე მომზადებული თემები. ქართველმა ექსპერტებმა, ნატალია შათირიშვილმა და გიორგი მუხიგულიშვილმა ისაუბრეს თემაზე „ევროპის მწვანე შეთანხმება და ენერგო უსაფრთხოება.“ ხოლო, ვერონიკა ორავცოვამ განიხილა ენერგო უსაფრთხოება სლოვაკეთში ევროპის მწვანე შეთანხმების ჭრილში.
შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგეტიკის პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, მარგალიტა არაბიძემ და ანალიტიკური ცენტრის - "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG) ენერგეტიკის დარგში ექსპერტმა, გიორგი მუხიგულიშვილმა.