პროექტის "ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში" ფარგლებში, 2022 წლის 21 ივნისს, ახალგაზრდობის სააგენტოში გაიმართა ახალგაზრდულ პოლიტიკაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის (SFPA) კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.”

პროექტის ფარგლებში 21 ივნისს, ახალგაზრდობის სააგენტოში გაიმართა ახალგაზრდულ პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა. მას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, ახალგაზრდობის სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი და სლოვაკი ექსპერტების მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებზე მომზადებული თემები. ქართველმა ექსპერტმა, მარინა ჟვანიამ, გააკეთა 2 კონცეპტუალური დოკუმენტის პრეზენტაცია, რომლებიც ეხებოდა შემდეგ საკითხებს: საქართველოში ახალგაზრდების მუშაობის ხარისხის განვითარების უზრუნველყოფა და ახალგაზრდების მუშაობით შეძენილი უნარების აღიარებისა და დადასტურების სისტემის შემუშავება საქართველოში. სლოვაკმა ექსპერტმა, ივანა ულიცნამ განიხილა ინოვაციების დანერგვის მექანიზმი სახელმწიფო განათლების სისტემაში.

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეხვედრას მოდერაცია გაუწია „ეგერის სოლუშენს“ პარტნიორმა, ქალბატონმა ირინა ფრუიძემ.

21-06-2022