ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის (SFPA) კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.”
პროექტის ფარგლებში 31 მაისს, ახალგაზრდობის სააგენტოში გაიმართა ახალგაზრდულ პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრა. მას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, ახალგაზრდობის სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი და სლოვაკი ექსპერტების მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებზე მომზადებული თემები. ქართველმა ექსპერტმა, მარინა ჟვანიამ, გააკეთა დოკუმენტის პრეზენტაცია თემაზე: ახალგაზრდული მუშაობით შეძენილი უნარების აღიარებისა და დადასტურების სისტემის შემუშავება საქართველოში. სლოვაკმა ექსპერტმა, ივანა ულიცნამ განიხილა სლოვაკეთში არსებული პრაქტიკა არაფორმალური გზით ახალგაზრდების უნარების აღიარების შესახებ.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეხვედრას მოდერაცია გაუწია „ეგერის სოლუშენს“ პარტნიორმა, ქალბატონმა ირინა ფრუიძემ.