ლევან მიქელაძის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის (SFPA) კვლევის ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid-ისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდი.
პროექტის ფარგლებში, 2022 წლის 19 მაისს, სასტუმროში „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი ჭავჭავაძე“ გაიმართა საგარეო კომუნიკაციაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის მეორე შეხვედრა. მას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი და სლოვაკი ექსპერტების მიერ მომზადებული კონცეპტუალური დოკუმენტი საგარეო კომუნიკაციის შესახებ. ქართველმა ექსპერტმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ისაუბრა საქართველოს საგარეო კომუნიკაციის სტრატეგიის კონცეფციაზე. ასევე სლოვაკმა ექსპერტმა, ონდრეი გაზოვიჩმა, გაუზიარა მონაწილეებს თავისი მოსაზრებები და კომენტარები აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.
შეხვედრას მოდერაცია გაუწია ღია საზოგადოების ფონდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ივანე ჩხიკვაძემ.