პროექტის "ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში" ფარგლებში ქართველი მონაწილეები სასწავლო ვიზიტით გაემგზავრნენ სლოვაკეთის რესპუბლიკაში

26 აპრილს, საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, ვახტანგ ბააკაშვილი, ახალგაზრდული პოლიტიკის ექსპერტი, მარინა ჟვანია, და  ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის პროექტის ასისტენტი, თამთა დარსალია, სასწავლო ვიზიტით გაემგზავრნენ ბრატისლავაში, სლოვაკეთის რესპუბლიკა. სასწავლო ვიზიტი ხორციელდება „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში.

სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე სახელწმიფო უწყებების, ინსტიტუტების და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო სისტემის და მათი გამოცდილების გაცნობა.

26 აპრილს, სასაწავლო ვიზიტი მონაწილეები შეხვდნენ სლოვაკეთის ახალგაზრდული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების ასოციაციის (ZIPCeM) და სლოვაკეთის სასწავლო ფირმების ცენტრეს (SCCF.) წარმომადგენლებს. შეხვედრებზე მონაწილეების გაეცნენ ახალგაზრდული ორგანიზაციების თანამშრომლობის სისტემას, ახალგაზრდების არაფორმალური განათლებისა და სამუშაო კვალიფიკაციის აღიარების მექანიზმებს.

27 აპრილს, გაიმართა შეხვედრები პონტისის ფონდთან და ინოვაციური პლატფორმის - „Impact Games” - წარმომადგენლებთან. პლატფორმის მიზანია ციფრული და სამაგიდო თამაშების განვითარება, რომლებიც დადებით გავლენას იქონიებს საზოგადოებაზე, პირველ რიგში, ახალგაზრდებზე. ამავე დღეს სასწავლო ტურის მონაწილეები ესტუმრნენ სლოვაკეთის ახალგაზრდულ საბჭოს.

28 აპრილს სასწავლო ვიზიტი გაგრძელდა შეხვედრებით სლოვაკეთის ახალგაზრდობის ინსტიტუტთან „IUVENTA” და სლოვაკეთის განათლების, მეცნიერების, კვლევისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთან. შეხვედრებზე სლოვაკურმა მხარემ ქართველ მონაწილეებს გაუზიარა ცოდნა ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიასთან დაკავშირებით.

სასწავლო ვიზიტის ბოლო დღეს, 29 აპრილს, ქართველ მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს სლოვაკეთის ახალგაზრდობის ცენტრმა „Youth of the Street” და „სლოვაკეთის ჯუნიორ ეჩივმენტის“ წარმომადგენლებს.

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევით ცენტრთან (SFPA) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.”

6-05-2022