პროექტის "ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში" ფარგლებში, 2022 წლის 5 მაისს, ახალგაზრდობის სააგენტოში გაიმართა ახალგაზრდულ პოლიტიკაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის მეორე შეხვედრა

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის (SFPA) კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.”

პროექტის ფარგლებში5 მაისს, ახალგაზრდობის სააგენტოში გაიმართა ახალგაზრდულ პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა. მას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, ახალგაზრდობის სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრა გახსნა ახალგაზრდული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ბატონმა ვახტანგ ბააკაშვილმა.

შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი და სლოვაკი ექსპერტების მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებზე მომზადებული თემები. ქართველმა ექსპერტმა, მარინა ჟვანიამ, გააკეთა დოკუმენტის პრეზენტაცია თემაზე: ახალგაზრდული მუშაობის ხარისხის უზრუნველყოფა საქართველოში. სლოვაკმა ექსპერტმა, ივანა ულიცნამ განიხილა ორი საკითხი: 1 ახალგაზრდული მუშაობით შეძენილი უნარების აღიარება სლოვაკეთის რესპუბლიკაში; 2. ახალგაზრდული მუშაობის სამართავად სლოვაკეთში არსებული ციფრული პლატფორმები.

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეხვედრას მოდერაცია გაუწია „ეგერის სოლუშენს“ პარტნიორმა, ქალბატონმა ირინა ფრუიძემ. შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებს მიმართა ახალგაზრდული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ბატონმა ვახტანგ ბააკიშვილმა.

6-05-2022