პროექტის, „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში“ ფარგლებში, 2022 წლის 7 აპრილს, სასტუმროში „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი ჭავჭავაძე“ გაიმართა საგარეო კომუნიკაციაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრა.

ლევან მიქელაძის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევის ცენტრთან (SFPA) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid-ისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდი.
პროექტის ფარგლებში, 2022 წლის 7 აპრილს, სასტუმროში „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი ჭავჭავაძე“ გაიმართა საგარეო კომუნიკაციაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრა. მას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი და სლოვაკი ექსპერტების მიერ მომზადებული საგარეო კომუნიკაციის კონცეფციის პროექტი. ქართველმა ექსპერტმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ისაუბრა საქართველოს საგარეო კომუნიკაციის სტრატეგიის კონცეფციაზე. ასევე სლოვაკმა ექსპერტმა, ონდრეი გაზოვიჩმა, გაუზიარა მონაწილეებს თავისი მოსაზრებები და კომენტარები საქართველოს საგარეო კომუნიკაციის შესახებ.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინაში არსებულ ვითარებასა და საქართველოს უსაფრთხოების პერსპექტივებს, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მამოძრავებელი ფაქტორების, მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით. მონაწილეებმა ასევე განიხილეს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის გაფართოება და საქართველოს ნიშა საერთაშორისო საზოგადოებაში.
შეხვედრას მოდერაცია გაუწია ღია საზოგადოების ფონდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ივანე ჩხიკვაძემ.

11-04-2022