პროექტ "ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში" ფარგლებში 28 დეკემბერს, გაიმართა ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა.
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის (SFPA) კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.”
პროექტის ფარგლებში 28 დეკემბერს, სასტუმროში „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი ჭავჭავაძე“ გაიმართა ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა. მას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი და სლოვაკი ექსპერტების მიერ ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე მომზადებული საბოლოო დოკუმენტი. ქართველმა ექსპერტმა, გიორგი მუხიგულიშვილმა ისაუბრა თემაზე „საქართველოს, ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკის ენერგეტიკული უსაფრთხოების შეფასება და მათი პოლიტიკის მიზნები.“ ხოლო, ნატალია შათირიშვილმა განიხილა ენერგეტიკული უსაფრთხოების რაოდენობრივი შეფასება საქართველოში. ასევე სლოვაკმა ექსპერტმა, ვერონიკა ორავცოვამ მონაწილეებს გაუზიარა უკუკავშირი ენერგოუსაფრთხოების ინდიკატორების შესახებ. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგეტიკის პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, მარგალიტა არაბიძემ და ანალიტიკური ცენტრის - "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG) დირექტორმა და ენერგეტიკის დარგში ექსპერტმა, ბ-მა მურმან მარგველაშვილმა.