დასახელება: სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში
ხანგრძლივობა: 12 თვე ( დეკემბერი 2015- იანვარი 2017)
ბიუჯეტი: 35,954 $
დონორი: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
2015 წლის დეკემბრიდან 2017 წლის იანვრამდე ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა განახორციელა პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში“, რომელიც განხორციელდა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერითა და ხელშეწყობით.
პროექტი მოიაზრებდა ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის 5 ქალაქში ჩასვლას და სასწავლო შეხვედრების ჩატარებას, კერძოდ მარნეულში, დმანისში, ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.
პროექტი მიზნად ისახავდა ადგილობრივი სკოლების, მუნიციპალიტეტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლებას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და ამ საკითხის ირგვლივ დისკუსიების ჩატარებას. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ერთ-ერთი აქტივობა დაეთმო მათი კვალიფიკაციის გაუმჯობესებას. ჩატარდა მრრგვალი მაგიდის დისკუსიები, სადაც ასევე ჩართულნი იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმომადგენლები. შეხვედრები გაშუქდა რეგიონალური მედია მაუწყებლების საშუალებით.
პროექტის ფარგლებში გაიმართა 19 შეხვედრა რეგიონალურ სკოლებში, დამამთავრებელი კლასის მომსწავლეებთან და მასწავლებლებთან. შეხვედრისას ნაჩვენები იქნა თომა ჩაგელიშვილის ფილმი 'მოგზაურობა ევროპაში', დარიგდა საინფორმაციო ბროშურები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ვიზალიბერალიზაციის თემებზე, რომლებიც ნათარგმნი იყო ოთხ ენაზე: ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური.
საჭიროებისამებრ მუნიციპალიტეტებსა და სკოლებში უზრუნველყოფილი იყო თანმიმდევრული თარგმანი ქართულიდან სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
აღნიშნული პროექტი თანხვედრაში იყო ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიასთან, და მიზნად ისახავდა მისი განხორციელების ხელშეწყობას.