ანალიტიკური სტატიისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის პრეზენტაცია ვებინარის ფორმატში

2021 წლის 13 აპრილს გაიმართა პროექტის „საქართველოს მომავალი“ წარდგენა. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ „კარნეგი ევროპა“ და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შვედეთის მთავრობა. პროექტის მიზანია ქართულ საზოგადოებაში სოციალური ტრანსფორმაციის ცალკეული ასპექტების სიღრმისეული ანალიზი და საჯარო სივრცეში დისკუსიის ხელშეწყობა. ღონისძიება ვებინარის ფორმატში გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს „კარნეგი ევროპას“ უფროსმა მკვლევარმა ტომ დე ვაალმა, ლევან მიქელაძის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გეგეშიძემ, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ დასტინ გილბრეთმა და პროექტის მოწვეულმა მკვლევარმა ნინო ლეჟავამ. ვებინარზე ორი პრეზენტაცია გაკეთდა: პირველი გახლდათ სპეციალურად პროექტის მიზნებისთვის განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, ხოლო მეორე - ასევე პროექტის ფარგლებში შესრულებული ანალიტიკური სტატია „დაუსრულებელი მცდელობა: საქართველო ევროპაში საკუთარი ალაგის ძიებაში.“ სტატიის ძირითადი მიგნებების შესახებ თავად ავტორმა, ნინო ლეჟავამ, ისაუბრა. შემდგომში გაიხსნა დისკუსია, სადაც მსმენელებმა შეკითხვებით მიმართეს ვებინარის მონაწილეებს. სულ 100-ზე მეტი დაინტერესებული პირი იყო დარეგისტრირებული საქართველოდან, ევროპიდან და აშშ-დან. ღონისძიების ჩანაწერის ხილვა შეგიძლიათ ბმულზე: https://m.youtube.com/watch?v=fWZsO38k06E&list=WL...

14-04-2021