პოლიტიკის დოკუმენტის წარდგენა - „კონფლიქტის მხარეებს შორის სოციალურ-კულტურული გაუცხოება: რამდენად სახიფათოა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური შერიგების პერსპექტივისთვის?“

ოთხშაბათს, 7 ოქტომბერს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ეგიდით გაიმართა რიგით მეორე თემატური დისკუსია პროექტის, „ვგეგმავთ ნაბიჯებს მშვიდობიანი მომავლისთვის“, ფარგლებში. პროექტი „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის არსებული ურთიერთობების გაუმჯობესებას ისახავს. ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში შექმნილი საექსპერტო ჯგუფის წევრმა ივლიანე ხაინდრავამ წარმოადგინა სპეციალურად მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი „კონფლიქტის მხარეებს შორის სოციალურ-კულტურული გაუცხოება: რამდენად სახიფათოა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური შერიგების პერსპექტივისთვის?“ დისკუსიისას ექსპერტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმსჯელეს მხარეებს შორის სოციალურ-კულტურული გაუცხოების საშიშროების შესახებ, რომელიც შესაძლოა დროთა განმავლობაში როგორც ქართველთა და აფხაზთა, ასევე ქართველთა და ოსთა შერიგებისთვის დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს. შეხვედრას განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, მიხეილ მირზიაშვილი უწევდა მოდერაციას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შემდგომი დისკუსიები ახლო მომავალში გაიმართება.

9-10-2020