"კონფლიქტების ტრანსფორმაციის სხვადასხვა შესაძლებლობებისა და მათი სისრულეში მოყვანის პერსპექტივები"

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა 19 დეკემბერს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში ჩაატარა საჯარო დისკუსია თემაზე: „კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა“. ღონისძიება გაიმართა ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დემოკრატიის ეროვნული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. საჯარო დისკუსიის ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მოწვეულმა მკვლევარმა, ნათია ჭანკვეტაძემ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო მიმდინარე კვლევის მიზნები და ამ ეტაპისთვის არსებული შედეგები. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ექსპერტებმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა. დისკუსია მიეძღვნა კონფლიქტების ტრანსფორმაციის სხვადასხვა შესაძლებლობებისა და მათი სისრულეში მოყვანის პერსპექტივების განხილვას. ექსპერტებმა ასევე ისაუბრეს შემაფერხებელ ფაქტორებზე და მათ გავლენაზე ტრანსფორმაციის პროცესზე. გააჟღერეს ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები და სამომავლო გეგმები. აღნიშნულ ღონისძიებას წინ უძღვოდა დისკუსია-სემინარები ზუგდიდში, გორსა და წეროვანში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გაუზიარეს დამსწრეებს შეხედულებები, იმედები და მოლოდინები კონფლიქტის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით.

 

20-12-2019