პროექტი "რადიკალიზაციის პრევენცია აზერბაიჯანულ თემში"

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი ახორციელებს პროექტს „რადიკალიზაციის პრევენცია აზერბაიჯანულ თემში“, რომლის ფარგლებში გაიმართა ოთხი სამუშაო შეხვედრა: 7 ოქტომბერს  კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში; 17 ოქტომბერს ბოლნისსა და მარნეულში; 22 ოქტომბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში.

პროექტი ხორციელდება განვითარებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის სლოვაკეთის სააგენტოს (SlovakAid) ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყობას აზერბაიჯანულ თემში.

აღსანიშნავია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა, რაც გამოიხატა სამუშაო შეხვედრებზე  სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის ბ-ნი რამინ იგიდოვის და აღმოსავლეთ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთის ბ-ნი იასინ ალიევის მონაწილეობით.

სემინარები მიჰყავდათ  ადამიანის უფლებათა ექსპერტს ვახუშტი მენაბდეს და ისლამის თეოლოგს კამრან მამედოვს. მათი პრეზენტაციების ფარგლებში განხილულ იქნა პოლიტიკური და რელიგიური  რადიკალიზაციის არსი და ცალკეული ქეისები. მომხსენებლებმა უპასუხეს დამსწრეთა კითხვებს და ერთობლივად იმსჯელეს აღნიშნულ საკითხებზე.

29-10-2019