25 ივლისს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის "კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა" ფარგლებში გამართა დისკუსია ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ წეროვანში მცხოვრები დევნილებიც.
დისკუსიის მონაწილეებმა მიმოიხილეს ქართულ-ოსური ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები და იმსჯელეს საქართველოში არსებული ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტების ტრანსფორმაციის სხვადასხვა ხერხზე.