"კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა" - დისკუსია გორში

23 ივლისს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის ‘’კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა’’ ფარგლებში გამართა დისკუსია გორის მუნიციპალიტეტის მერიაში. ღონისძიება მიეძღვნა კონფლიქტის ტრანსფორმაციის, როგორც კონფლიქტის მოგვარების დამატებითი მიდგომის განხილვას.
ფონდის დირექტორის, არჩილ გეგეშიძის, შესავალი სიტყვის შემდგომ, მოწვეულმა ექსპერტმა, ნათია ჭანკვეტაძემ, წარმოადგინა პრეზენტაცია. დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების 25-მდე წარმომადგენელი.განხილულ იქნა საქართველოში არსებული ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესაძლებლობა და პერსპექტივა.

23-07-2019