"კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა" - დისკუსია ზუგდიდში

19 ივლისს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გამართა დისკუსია, რომელიც პროექტის ‘’კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა’’ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ეროვნული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს კონფლიქტის მხარეებს -ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენასა და მშვიდობიანი ურთიერთობის ხელშეწყობას.

სემინარში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების 50-მდე წარმომადგენელმა.

სემინარს მოწვეული მკვლევარი ნათია ჭანკვეტაძე ხელმძღვანელობდა. მისი პრეზენტაციის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოში არსებული ეთნიკური კონფლიქტების ტრასნფორმაციის შესაძლებლობები, მათ შორის, უცხოური გამოცდილების განხილვის საფუძველზე.

პროექტის ფარგლებში შემდგომი დისკუსიები გაიმართება გორში, წეროვანსა და თბილისში.

 

19-07-2019