კონფერენცია „საქართველო და მისი სამეზობლო“ ქ. ვაშინგტონში

2019 წლის 7 მაისს, ქ.ვაშინგტონში ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „საქართველო და მისი სამეზობლო“. ღონისძიება, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა, გაიმართა კავკასიური კვლევების ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის, აშშ-ში საქართველოს საელჩოსა და აშშ-ის ქართული ასოციაციის ეგიდით. მასში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის აკადემიური წრეების საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა. დისკუსიაში მონაწილეთა შორის იყვნენ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩები, ბატონები უ.კორტნი და კ.იალოვიცი, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი ფ.სტარი, მემკვიდრეობის ფონდის ექსპერტი ლ.კოფი, მაკეინის ინსტიტუტის პრეზიდენტი კ.ვოლკერი, პენ ბაიდენის ცენტრის დირექტორი მ.კარპენტერი, გერმანული მარშალის ფონდის უფროსი მკვლევარი ჯ.კაცი და სხვ. აუდიტორიის წინაშე სიტყვებით წარსდგნენ კავკასური კვლევების ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის პრეზიდენტი თ. მიქელაძე, აშშ-ში საქართველოს ელჩი დ.ბაქრაძე და ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი მ.წერეთელი.

7-05-2019