"საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა "

სამშაბათს, 24 ივლისს, საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლევან მიქელაძის ფონდის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია, „გზა ევროკავშირისკენ: პოლონეთისა და უნგრეთის გამოცდილება“. ღონისძიება წარმოადგენს პროექტის „საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა“ ნაწილს. შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ სპეციალურად მოწვეული ექსპერტები პოლონეთიდან და უნგრეთიდან, კერძოდ: ადამ რაიხარტი, „ახალი აღმოსავლეთ ევროპის“ რედაქტორი და გერგელი რომსიჩი, საგარეო საქმეთა და ვაჭრობის ინსტიტუტის აცოცირებული მკვლევარი. მოწვეულმა ექსპერტებმა ისაუბრეს საკუთარი ქვეყნების - პოლონეთისა და უნგრეთის გამოცდილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. შესაბამისად, დისკუსიის მიზანი გახლდათ ქართული აუდიტორიისთვის მათი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღებული გამოცდილების გაზიარება. ხსენებული დისკუსია გახლდათ მეოთხე ღონისძიება პროექტის „საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა“ ფარგლებში. აღნიშნულ დისკუსიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი და ფონდი ღია საზოგადოება საქართველო.

24-07-2018