„გზა ევროკავშირისკენ: სლოვაკეთისა და ჩეხეთის გამოცდილება“.

ხუთშაბათს, 31 მაისს, საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლევან მიქელაძის ფონდის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია, „გზა ევროკავშირისკენ: სლოვაკეთისა და ჩეხეთის გამოცდილება“. ღონისძიება წარმოადგენს პროექტის „საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა“ მაწილს.
შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ სპეციალურად მოწვეული ექსპერტები სლოვაკეთის და ჩეხეთის რესპუბლიკებიდან, კერძოდ: ვლადიმირ ბილჩიკი, სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის (SFPA) ევროკავშირის პროგრამის ხელმძღვანელი, და ვიტ დოსტალი, ჩეხეთის საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის (AMO) კვლევითი ცენტრის დირექტორი. 
მოწვეულმა ექსპერტებმა ისაუბრეს საკუთარი ქვეყნების - ჩეხეთისა და სლოვაკეთის -გამოცდილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. შესაბამისად, დისკუსიის მიზანი გახლდათ ქართული აუდიტორიისთვის მათი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღებული გამოცდილების გაზიარება. ხსენებული დისკუსია გალხდათ მესამე ღონისძიება პროექტის „საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა“ ფარგლებში. 
აღნიშნულ დისკუსიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი და ფონდი ღია საზოგადოება საქართველო.

31-05-2018