"ასწავლე მაცნეს" ბათუმი

ამა წლის 26 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში", ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა აჭარის რელიგიურ უმცირესობებთან პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში. 
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის მუსლიმი სასულიერი ლიდერები - დასავლეთ საქართვლოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე, მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე, შუახევის, ხულოს, ქობულეთისა და ქედის რაიონის მუფტები, აჭარის რეგიონში მოღვაწე იმამები, მქადაგებლები, მედრესეს მასწავლებლები, მეჩეთის წინამძღვრები.

შეხვედრას უძღვებოდნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტები: მიხეილ მირზიაშვილი, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე; 
თათული თოდუა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის- სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი; ირაკლი ტაბლიაშვილი- მედია ექსპერტი/ჟუტნალისტი; და ვახუშტი მენაბდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით.

ღონისძიებაზე განიხილება შემდეგი თემები: რელიგიის თავისუფლების სფეროში სახალხო დამცველის მიერ გაწეული საქმიანობა; რელიგიის თავისუფლების ზოგადი სტანდარტები; გამოხატვის თავისუფლება- მედია და რელიგია ევროპაში; და "რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება".

პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციასთან ბრძოლის მიზნით რელიგიური ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვისა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.

1-05-2018