"აწავლე მაცნეს" კაჭრეთი

ა.წ. 15 აპრილს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორი კაჭრეთში" კახეთის რელიგიურ ლიდერებთან პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში.

შეხვედრას უძღვებოდნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტები: მიხეილ მირზიაშვილი,განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე; 
თათული თოდუა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის- სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი; და ვახუშტი მენაბდე, ილიას სახელნწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით.

შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი თემები: რელიგიის თავისუფლების სფეროში სახალხო დამცველის მიერ გაწეული საქმიანობა, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციები რელიგიიის თავისუფლებასთან დაკავშირებით; სოციალური საკითხები, ასოცირების შესახებ შეთანხმება და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება; ასევე ჩატარდა ინტერაქტიული სავარჯიშოები/ჯგუფური მუშაობა რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

შეხვედრას მოდერაცია გაუწია არჩილ გეგეშიძემ.
შეხვედრაზე უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმანი ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე.

პროექტი "ასწავლე მაცნეს" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციასთან ბრძოლის მიზნით რელიგიური ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვისა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.

15-04-2018