7 მარტს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა იაპონიის პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველთან - ტომოჰიკო ტანიგუჩისთან.
შეხვედრა ძირითადად მიეძღვნა იაპონიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, გამოწვევებს, სამომავლო პერსპექტივებს რეგიონში და მის ურთიერთობას მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის სამხრეთ კორეასთან, ჩინეთსა და ტაივანთან. განხილულ იქნა საქართველო-იაპონიის ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და სამომავლო ინტერესები.
პრეზენტაციის შემდგომ შედგა დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში.
დისკუსიას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
შეხვედრას მოდერაციას უწევნდნენ კახა გოგოლაშვილი და არჩილ გეგეშიძე.