ა.წ. 27 თებერვალს „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა“ და „ფრონტლაინ ჯორჯია კლაბის“ ორგანიზებით ჩატარდა საპანელო დისკუსია თემაზე: „საქართველოს სამეზობლო: მიმდინარე მოვლენები და პროცესები“. დისკუსიაზე მოხსენებით წარსდგნენ: ივლიანე ხაინდრავა, ზურაბ აბაშიძე, პეტრე მამრაძე, ზურაბ ბატიაშვილი და ლევან ასათიანი.შეხვედრას მოდერაციას უწევდა ბ-ნი ირაკლი მეღარიშვილი, ლევან მიქელაძის ფონდის თავმჯდომარე. მომხსენებლებმა დეტალურად მიმოიხილეს საქართველოს მეზობელ ქვეყნებში - რუსეთში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში და ირანში - არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა რეგიონში მიმდინარე პროცესების საქართველოს უსაფრთხოებაზე შესაძლო გავლენას. დისკუსია მიეძღვნა ლევან მიქელაძის ხსოვნას და დაბადების 61-ე წლისთავს.