30 იანვარს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში გაიმართა სასწავლო შეხვედრა თბილისში, ქვემო ქართლის რელიგიურ ლიდერებთან. შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტები: მიხეილ მირზიაშვილი და ვახუშტი მენაბდე. ღონისძიებაზე განიხილა შემდეგი თემები: ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოსთვის და რელიგიური უმცირესობების ქონებრივი პრობლემები. განხილული თემების გარშემო გაიმართა ინტერაქტიული დისკუსია, ვინაიდან არსებული თემები დამსწრე საზოგადოებაში დიდი ინტერესით სარგებლობენ. შეხვედრას მოდერაციას უწევდა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, არჩილ გეგეშიძე. პროექტი "ასწავლე მაცნეს" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციასთან ბრძოლის მიზნით რელიგიური ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვისა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.