„ასწავლე მაცნეს" შეხვედრა თბილისში

14 ნოემბერს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში გამართა სასწავლო შეხვედრა ქვემო ქართლის რელიგიურ უმცირესობებთან. შეხვედრა გაიმართა საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.
შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტები: მიხეილ მირზიაშვილი - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ვახუშტი მენაბდე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით და ირაკლი ტაბლიაშვილი- ჟურნალისტი.
ღონისძიებაზე ისაუბრეს რელიგიის შესახებ კანონმდებლობასა და ასოცირებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებულ სოციალურ თემებზე, ასევე, საინტერესო დიალოგი შედგა გამოხატვის თავისუფლებაზე, მედიასა და რელიგიაზე ევროპაში. 
პროექტი "ასწავლე მაცნეს" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციასთან ბრძოლის მიზნით რელიგიური ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვისა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.

14-11-2017