"ახლო აღმოსავლეთის პროცესების გავლენა კავკასიის რეგიონზე".

ა.წ. 1-ელ ნოემბერს, სასტუმრო "ბილტმორში" ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის პარტნიორობით  გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე "ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები დ მათი გავლენა კავკასიაზე“.

 

დისკუსიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფელიქს ჰეტმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა.

 

დისკუსიაზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ ბატონები საად ალბაზეი (საუდის არაბეთი), საიდ ხათიბზადე (ირანი) და გიორგი სანიკიძე (საქართველო). დისკუსიას მოდერაციას უწევდა არჩილ გეგეშიძე, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღასრულებელი დირექტორი.

 

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. დამსწრეთა შორის იყვნენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

1-11-2017