ა.წ. 27 ოქტომბერს, პარასკევს, „ფრონტლაინ ჯორჯია კლაბში“ გაიმართა შეხვედრა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ "ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი" “რონდელის ფონდი“, „სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი" და „ფრონტლაინ ჯორჯია კლაბი“. შეხვედრის თემა იყო : “ერაყის ქურთისტანში ჩატარებული რეფერენდუმი: ახალი გამოწვევა ახლო აღმოსავლეთისათვის“. დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ: დიმიტრი მანჯავიძე, ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში გიორგი სანიკიძე, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი დიმიტრი ფირბარი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი ლევან ასათიანი, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მკვლევარი. შეხვედრას მოდერატორობა გაუწია ირაკლი მენაღარიშვილმა, სტრატეგიული გამოკვლევების ცენტრის დირექტორმა. ღონისძიება ჩატარდა „ჩათემ ჰაუსის“ ფორმატში.