“ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი", “რონდელის ფონდი“, „სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი“ და „ფრონტლაინ ჯორჯია კლაბი“ ა.წ. 27 ოქტომბერს, პარასკევს,
18 საათზე გიწვევთ მორიგ მრგვალ მაგიდაზე, რომელიც მიეძღვნება სადისკუსიო თემას -“ერაყის ქურთისტანში ჩატარებული რეფერენდუმი: ახალი გამოწვევა
ახლო აღმოსავლეთისათვის“.
ძირითადი მომხსენებლები:
დიმიტრი მანჯავიძე, ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში
გიორგი სანიკიძე, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი
დიმიტრი ფირბარი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი
ლევან ასათიანი, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მკვლევარი.
მოდერატორი:
ირაკლი მენაღარიშვილი, სტრატეგიული გამოკვლევების ცენტრის დირექტორი.
ღონისძიება ჩატარდება „ჩათემ ჰაუსის“ ფორმატში.
მრგვალი მაგიდა გაიმართება „ფრონტლაინ ჯორჯია კლაბში“, მისამართზე:
ლადო ასათიანის ქ. 62/64, ტ. 299 59 52.