ტრეინინგი თემაზე - „არჩევნები და აქტიური მოქალაქეობა“ ახალქალაქში

6 აგვისტოს, 12:00 საათზე, ქ. ახალქალაქში, GFSIS-ის რეგიონალურ ოფისში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა ტრეინინგი თემაზე - „არჩევნები და აქტიური მოქალაქეობა“. შეხვედრა გაიმართება პროექტის „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩევლის ჯგუფის ფორმირება" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში USAID-ის დაფინანსებით. პროექტი მოიაზრებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩევლებისთვის ტრეინინგების ჩატარებას, როგორც თვითმმართველობის არჩევნებზე და აქტიურ მოქალაქეობაზე, ასევე ქალთა უფლებებზე. პროექტის მიზანია ქალთა კეთილდღეობის ხელშეწყობა და მათი აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბება.

6-08-2017