მარნეულის მუნიციპალიტეტში რიგით მეორე სასწავლო შეხვედრა

სამშაბათს, 29 მარტს, 2016, 13:00 საათზე მარნეულის მუნიციპალიტეტის შენობაში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა რიგით მეორე სასწავლო შეხვედრა ევროკავშირისა და საქართველოს თემაზე. 
შეხვედრა გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში“ ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებას და ამ საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებას. 
შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის მესამე მდივანი, ეკატერინე ხოსიტაშვილი, საინფორმაციო ვებ პორტალის „ევროპა საქართველოს“ წარმომადგენელი - მაიკო გაბულდანი და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში- მარიამ ლიპარტელიანი. 
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა. 
პროექტი ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“-თან თანამშრომლობითა და ფინანსური ხელშეწყობით.
მსგავსი ტიპის შეხვედრები ასევე დაგეგმილია ახალციხეში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში.

29-03-2016