პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში“ ფარგლებში, 14 და 22 აპრილს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სასწავლო შეხვედრები დმანისის N1-სა და N3 საჯარო სკოლებში. შეხვედრები მიზნად ისახავდა ადგილობრივი სკოლების მასწავლებლებისა და დამამთავრაბელი კლასის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის, ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე. მოსწავლეების მხრიდან თითოეულ დასმულ შეკითხვას გაეცა ამომწურავი პასუხი, შედგა საინტერესო დისკუსია. შეხვედრის ფარგლებში ნაჩვენები იქნა თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი „მოგზაურობა ევროპაში“, რომელმაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. შეხვედრის ბოლოს დარიგდა ინფორმატიული სახის ბროშურები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და უვიზოდ მიმოსვლის შესახებ. მსგავსი ტიპის შეხვედრები ასევე ჩატარდება ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და მარნეულში. პროექტში ჩართულები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმომადგენლები. პროექტი ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერითა და ხელშეწყობით.