სამშაბათს, 6 მაისს 2016, 11:00-14:00 საათზე საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სოფლის მეურნეობა და რეგიონალური განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა თემაზე „რეგიონალური განვითარების სტრატეგია“. ღონისძიების თანათავმჯდომარეები იყვნენ ბატონი ლაშა ინაური, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ბატონი ილია კვიტაიშვილი, სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელი. შეხვედრა იმართება პროექტის “ევროკავშირის ეროვნული კონვენცია საქართველოზე” ფარგლებში.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განიხილეს ქართველი და უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციები.
პროექტი ხორციელდება სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევით ცენტრთან (SFPA) თანამრომლობით, Slovak Aid-ისა და ევროპის ფონდის ფინანსური ხელშეწყობით.
პროექტი ითვალისწინებს საჯარო დისკუსიებსა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველო ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებასა და ამ საკითხზე სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებას.