სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა

21 ივნისს 2016, 12:00-14:15 საათზე სახელმწიფო კანცელარიაში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა თემაზე როგორ ვებრძოლოთ მტრულ პროპაგანდას“. ღონისძიების თანათავმჯდომარეები იყვნენ ქალბატონი მარიამ რაქვიაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და ქალბატონი ლიკა შავგულიძე, ვებ პორტალის „ევროპა საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. შეხვედრა იმართება პროექტის “ევროკავშირის ეროვნული კონვენცია საქართველოზე” ფარგლებში.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი ექსპერტის, ქალბატონი ელენე ალადაშვილის და სლოვაკი ექსპერტის, ბატონი რადოვან ბრანიკის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.

21-06-2016