მედია ტრენინგი ახალციხეში

5 ივლისს, ახალციხეში (დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში) ჩატარდა მედია ტრენინგი სამცხე ჯავახეთის რეგიონის მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემები იყო: ახალი ამბების წერა თანამედროვე ჟურნალისტიკაში, აუდიტორიის ქცევა და მისი გავლენა მედია პროდუქტის დაგეგმვაზე, სოციალური ქსელების გავლენა თანამედროვე მედიაზე და სხვა მსგავსი საკითხები. შეხვედრას უძღვებოდა მედია ტრენერი ქ-ნი ეკატერინე ფირცხალავა. აქტივობა ჩატარდა პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში“ ფარგლებში, რომელიც  ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერითა და  ხელშეწყობით.

5-07-2016