მედია ტრენინგი რუსთავში

5 აგვისტოს, რუსთავში (დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩატარდა მედია ტრენინგი ქვემო ქართლის რეგიონის მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემები იყო: ახალი ამბების წერა თანამედროვე ჟურნალისტიკაში, აუდიტორიის ქცევა და მისი გავლენა მედია პროდუქტის დაგეგმვაზე, სოციალური ქსელების გავლენა თანამედროვე მედიაზე და სხვა მსგავსი საკითხები. შეხვედრას უძღვებოდა ქ-ნი ეკა ფირცხალავა.

5-08-2016