სასწავლო შეხვედრა ქვემო ქართლის მუსლიმ სასულიერო ლიდერებთან

6 სექტემბერს, ქ.მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით, პროექტის 'ასწავლე მაცნეს- ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები' ფარგლებში, მიმდინარეობს სასწავლო შეხვედრა ქვემო ქართლის მუსლიმ სასულიერო ლიდერებთან. 
სასწავლო შეხვედრის თემებია - ოჯახური ღირებულებები ევროკავშირის ქვეყნებში, რელიგიის თავისუფლება და რელიგიური უმცირესობათა უფლებები საქართველოსა და ევროპაში.
აღნიშნულ ღონისძიებაში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ ექსპერტებად მოწვეულნი არიან: ოლივერ რაისნერი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ევროპისმცოდნეობისა და კავკასიოლოგიის მიმართულებით და ვახუშტი მენაბდე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით.
პროექტის „ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები“ მიზანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სასულიერო ლიდერების ცნობიერების ამაღლება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე.
პროექტი ხორციელდება ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

6-09-2016