რიგით მეოთხე სასწავლო შეხვედრა ქვემო ქართლის მუსლიმი სასულიერო ლიდერებისათვის

20 სექტემბერს, 2016 ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის, “ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები”, ფარგლებში გაიმართა რიგით მეოთხე სასწავლო შეხვედრა ქვემო ქართლის მუსლიმი სასულიერო ლიდერებისათვის.შეხვედრა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
აღნიშნულ შეხვედრაზე პრეზენტაციებით წარსდგნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტები: ოლივერ რაისნერი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ევროპისმცოდნეობისა და კავკასიოლოგიის მიმართულებით, ვახუშტი მენაბდე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით და ვანო ჩხიკვაძე - ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო . შეხვედრას უძღვებოდა ჟურნალისტი, ბ-ნი ირაკლი ტაბლიაშვილი.
შეხვედრაზე საინტერესო დიალოგი შედგა შემდეგ თემებზე - ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ ხელშეკრულება, ასოცირების დღის წესრიგი და მონიტორინგის მექანიზმები, ეროვნული სამოქმედო გეგმა, რელიგიურ უმცირესობათა უფლებები საქართველოში, სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების წესი და ოჯახური ღირებულებები ევროკავშირის ქვეყნებში.
მონაწილეებს დაურიგდათ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ექსპერტების მიერ ზემოთ აღნიშნულ თემებზე მომზადებული საინფორმაციო მასალები აზერბაიჯანულ ენაზე.
პროექტის, „ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები“, მიზანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სასულიერო ლიდერების ცნობიერების ამაღლება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე. პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

20-09-2016