მესამე სასწავლო შეხვედრა “ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები” ფარგლებში

5 დეკემბერს, ქ.ახალციხეში, სასტუმრო „რაბატში“, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის “ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის 
უფლებები და ოჯახური ღირებულებები” ფარგლებში გამართა მესამე სასწავლო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე ლათინური და სომხური წესის კათოლიკე მღვდლებისა და მათი მრევლისთვის.
შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესს , განიხილეს სეკულარიზმის გამოწვევები საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საინტერესო დისკუსია შედგა ევროპულ ღირებულებებსა და რელიგიის თავისუფლებაზე. 
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი განსაკუთრებულ მადლობას უხდის პროექტის დონორს ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს და ფონდის მიერ მოწვეულ ექპერტებს - მიხეილ მირზიაშვილს, ოლივერ რაიზნერს და ქეთი აბაშიძეს. 

5-12-2016