„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის“ (DCFTA) სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა

16 დეკემბერს, 11:00 საათზე, პროექტის "ეროვნული კონცენცია ევროკავშირზე საქართველოში" (www.euconvention.ge) ფარგლებში გაიმართა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის“ (DCFTA) სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა თემაზე - "ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის აღსრულების მექანიზმების ანალიზი". შეხვედრა გაიმართა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოფისში, შ.დადიანის ქ 2/1.

შეხვედრას მოდერაცია გაუწია ქალბატონმა მარიამ გაბუნიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს, საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ბატონმა მიხეილ სხიერელმა, რეგიონალური პროგრამის მენეჯერი -PMCG.

შეხვედრისთვის რეკომენდაციები მოამზადა ბ-ნმა გიორგი თაქთაქიშვილმა და ქ-ნმა სოფიო მუჯირმა.

16-12-2016