ტრეინინგი პროექტის „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩევლის ჯგუფის ფორმირება" ფარგლებში.

5 აგვისტოს, 11:30 საათზე, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა ტრეინინგი თემაზე - „არჩევნები და აქტიური მოქალაქეობა“. შეხვედრა გაიმართება პროექტის „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩევლის ჯგუფის ფორმირება" ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში USAID-ის დაფინანსებით.

პროექტი მოიაზრებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩევლებისთვის ტრეინინგების ჩატარებას, როგორც თვითმმართველობის არჩევნებზე და აქტიურ მოქალაქეობაზე, ასევე ქალთა უფლებებზე. პროექტის მიზანია ქალთა კეთილდღეობის ხელშეწყობა და მათი აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბება.

5-08-2017