მოპოვებული ახალი გრანტი

მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების გათვალისწინებით, კონკურსის მთავარი თემა იყო ქალი ამომრჩევლების საჭიროებების გამოვლენა და საარჩევნო პროგრამებში მათი ასახვა, ასევე საარჩევნო პროცესებში ქალების გააქტიურება. კონკურსის ფარგლებში სულ 35 საპროექტო განაცხადი შემოვიდა, საიდანაც 5 პროექტი შეირჩა დასაფინანსებლად. პროექტები თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება და მოიცავს  საინფორმაციო კამპანიას, წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ დებატებს და დისკუსიებს, ტრენინგებს საარჩევნო და ადვოკატირების საკითხებში, რათა ქალებმა შეძლონ საკუთარი ინტერესების დაცვა და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვა. სპეციალური ყურადღება დაეთმობა ეთნიკური უმცირესობების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წამომადგენელ ქალებს.

ლევან მიქელაძის სახელობის გამარჯვებული პროეტის მთავარი მიზანია ახალციხის, ახალქალაქისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ქალთა მხარდაჭერა რათა ჩამოყალიბდეს ქალთა ამომრჩევლების ჯგუფი 2017 წლის შემოდგომის რეგიონალური არჩევნებისთვის და მათი გაძლიერება, რომ გახდნენ უფრო აქტიური მოქალაქეები. პროექტის განხორციელება იწყება ივლისის თვეში. 

21-06-2017