პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სასწავლო შეხვედრა კახეთის რეგიონის რელიგიურ უმცირესობებთან.

3 ივლისს, კახეთში სასტუმრო "ამბასადორი კაჭრეთში", პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სასწავლო შეხვედრა კახეთის რეგიონის რელიგიურ უმცირესობებთან. აღნიშნულ შეხვედრას დაესწრნენ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი, კახეთის რაიონის მუსლიმი სასულიერი ლიდერები და უხუცესები.
შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტები : ქეთევან აბაშიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალსა და ევროკავშირის სამართალში და მიხეილ მირზიაშვილი - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე. 
ღონისძიებაზე ისაუბრეს ასოცირების შესახებ შეთანხმების არსზე და სარგებელზე , მონაწილეები გაეცნენ რელიგიურ უმცირესობათა უფლებებს საქართველოსა და ევროპაში, განიხილეს რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობების ევროპული მოდელები და სეკულარიზმის გამოწვევები საქართველოსა და ევროკავშირში.
2017 წლის 15 მაისიდან ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - " ასწავლე მაცნეს".

3-07-2017