ლევან მიქელაძის 60 წლის იუბილე

2017 წლის 23 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ღონისძიება, სადაც ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ყიფშიძემ წლიური ანგარიში წარადგინა. ღონისძიება, ამავდროულად, ლევან მიქელაძის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა. მასზე მოწვეული იყვნენ ლევან მიქელაძის ოჯახის წევრები, მისივე სახელობის ფონდის გამგეობის წევრები და თანამშრომლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დამსწრეთ სიტყვით მომართეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ირაკლი მენაღარიშვილმა. ღონისძიების ბოლოს ნაჩვენები იქნა უცხოელი მეგობრების და კოლეგების მიერ ლევან მიქელაძის მოგონებების ვიდეოკოლაჟი.

23-05-2017