ა.წ.19 მაისს, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა საექსპერტო დისკუსია თემაზე : „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი და მისი მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიისთვის“.
შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს ბ-ნმა ფელიქს ჰეტმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის აღმასრულებელმა დირექტორმა და ბ-ნმა არჩილ გეგეშიძემ, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.
შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა Stockholm International Peace Research Institute (SIPRI)-ის მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც ჩინეთის ინიციატივას „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი“ ეხებოდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მკვლევარები და ექსპერტები, რომლებმაც განიხილეს აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის მნიშვნელობა რეგიონისთვის, მისი უსაფრთხოება, გამოწვევები, სამხრეთ კავკასიის პერსპექტივები, მისი მნიშვნელობა გეოპოლიტიკურ ჭრილში და ადგილობრივ დონეზე.
შეხვედრა ჩატარდა ინგლისურ ენაზე.