2017 წლის 15 მაისიდან „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი“ ჰოლანდიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით იწყებს 12-თვიან პროექტს - " ასწავლე მაცნეს".
ეს არის 2016-2017 წლებში განხორციელებული პროექტის - " ასწავლე მაცნეს -ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები" ერთგვარი გაგრძელება, მაგრამ უფრო გაფართოებული ფორმატით.
პროექტის მიზანია უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციასთან ბრძოლის მიზნით რელიგიური ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვისა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.
პროექტის სამიზნე ჯგუფები არიან რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები საქართველოში - მუსლიმი, კათოლიკე და სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირები და მათი მრევლი. პროექტის ფარგლებში ჩატარდება სასწავლო შეხვედრები ტოლერანტობაზე,რელიგიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე.